2015-01-12
ბრძანება №:2

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე I კურსის მაგისტრანტებისთვის “ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის” ფარგლებში საბუთების მიღებისა და გასაუბრების ვადების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლიის 31 დეკემბრის N116/01–01 და 2013 წლის 26 დეკემბრის N183/01–01  ბრძანებების საფუძველზე,

ვბრძანებ:
  1. ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად საბუთები მიიღების ვადად განისაზღვროს პერიოდი 2015 წლის 12 იანვრიდან 2015 წლის 30 იანვრის ჩათვლით, 10:00 დან 17 :00  საათამდე, თსუ- ის I კორპუსი, 208– ე ოთახი.
  2. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდეს და რექტორის სახელზე წარდგინება მომზადდეს 2015 წლის 13 თებერვლამდე.
  3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
  4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                                        დარეჯან თვალთვაძე
« უკან დაბრუნება