2015-01-08
ბრძანება №:1

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2014 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკების განადგურების, დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკების განადგურების კომისიის შექმნისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის და თსუ-ის საქმისწარმოების ერთიანი წესების 4.3 პუნქტის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. განადგურდეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2014 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკები.
  2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2014 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკების განადგურებისთვის შეიქმნას კომისია.
  3. კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგნელობით:
    1)    დარეჯან თვალთვაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კომიიის თავმჯდომარე.
    2)    თეიმურაზ პაპასქირი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
    3)    დარეჯან გარდავაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
    4)    ზვიად მურადაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსო
    5)    თამარ მოკვერაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი, კომისიის მდივანი.
  4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
  5. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
  6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                                / დარეჯან თვალთვაძე/

« უკან დაბრუნება