2015-11-30
ბრძანება №:50
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ფაქსიმილიის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
ვბრძანებ:
1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ფაქსიმილიის გამოყენების წესის შენახვა მოხდეს ფაკულტეტის კანცელარიაში.
2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ფაქსიმილია გამოყენებული იქნეს სტუდენტის სტატუტის შესახებ ცნობების ხელმოსაწერად.
3. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ფაქსიმილია გამოყენებული იქნეს ფაკულტეტის ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დოკუმენტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის შესაბამისი მითითებით.
4. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის მოვალეობის შემსრულებელი /ნანი გაფრინადაშვილი/
« უკან დაბრუნება