ორენოვანი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი "სპეკალი"


 ჟურნალი ”სპეკალი” განკუთვნილია ჰუმანიტარული პროფილის სპეციალისტებისათვის: პროფესორ-მასწავლებლებისათვის, მეცნიერ-თანამშრომლებისა და დოქტორანტებისათვის.

     ჟურნალ ”სპეკალში” წარმოდგენილია შემდეგი დარგები:

ქართველოლოგია -  საქართველოს ისტორია, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია; ქართული ლიტერატურა; ქართველური ენათმეცნიერება (ქართველური ენები); ხელოვნებათმცოდნეობა,  ეთნოლოგია და არქეოლოგია;
ლიტერატურათმცოდნეობა - ლიტერატურის თეორია; ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა, ლიტერატურის ისტორია;
ენათმეცნიერება - თეორიული და ისტორიული ენათმეცნიერება, შედარებითი ენათმეცნიერება, სოციოლინგვისტიკა, ტექსტის ლინგვისტიკა, დიალექტოლოგია;
თარგმანმცოდნეობა - თარგმანის ისტორია და თარგმანის თეორია.
    
     ჟურნალი დაფუძნებულია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით და გამოდის ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) მხარდაჭერით.

     ”სპეკალი” აკმაყოფილებს ორიგინალური ელექტრონული ჟურნალების ყველა ძირითად მოთხოვნას:

გამოიცემა ელექტრონული ფორმით და არ აქვს ქაღალდზე ნაბეჭდი ვერსია;
გამოდის დადგენილი გრაფიკით, წელიწადში ორჯერ;
ქვეყნდება ინტერნეტის ქსელით;
რეცენზირებადია.

ჟურნალის ვებგვერდი თავისუფლად ხელმისაწვდომია. 

გამოქვეყნების თარიღი:2016-03-16 11:15:35