გამოცხადდა სტატიების მიღება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალის „ჰუმანიტარული კვლევები, წელიწდეულის“ ახალი ნომრისათვის (N8). ჟურნალის მთავარი რედაქტორია პროფ. ზაზა სხირტლაძე.
სამეცნიერო სტატიების თემატიკა უნდა შეესატყვისებოდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა რომელიმე დარგს. ჟურნალი ორენოვანია (ქართულენოვან სტატიებს თან უნდა ერთვოდეს ინგლისურენოვანი რეზიუმე არანაკლებ სტატიის 1/4 მოცულობისა).
დოქტორანტებმა უნდა წარმოადგინონ თემის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა. რეკომენდაციის გამოგზავნა შეიძლება დასკანერებული სახით.
სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა:
2017 წლის 20 ოქტომბერი (პარასკევი).