ბეჭდვა |/ დახურვა |
ბრძანება №:75/01-01
04.06.2012
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე
მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით
დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი
პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა" და ,,ს" ქვეპუნქტების, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის მე-2
პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს 2012 წლის 31 მაისის N7 დადგენილებით დამტკიცებული ა(ა)იპ –
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური
პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი
მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, ა(ა)იპ - ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 31 მაისის #29/04 ერთობლივი ბრძანების
"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი
საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი
ბურდულის 2012 წლის პირველი ივნისის №13285/02 წერილის საფუძველზე
გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთა სამსახურში მისაღებად;
უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს
დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის 5 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის
ვადა განისაზღვროს 2012 წლის 6 ივლისიდან 2012 წლის 16 ივლისის ჩათვლით.
საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს
არაუგვიანეს 2012 წლის 20 აგვისტოსი;
კონკურსი გამოცხადდეს იურდიული ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთა სამსახურში მისაღებად:
1. სამართლის ისტორიის მიმართულება ასოცირებული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული;
2. საერთაშორისო სამართლის მიმართულება ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;
3. სისხლის სამართლის მიმართულება
ასოცირებული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული;
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა
წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით (ფაილის ფორმატი - Word და PDF);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი
(უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების
კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით
გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი;
ზ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2012 წლის 6 ივლისიდან 2012 წლის 16 ივლისის
ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო
დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3,
(იურიდიული ფაკულტეტი) ოთახი N117.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფრომაციული
ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში"
დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული
ერთეულებისათვის გადაცემა;
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი
ალექსანდრე კვიტაშვილი
საკონკურსო განცხადებისა და კონკურსანტის ანკეტის ფორმა