2019 წლის 11 ოქტომბერს, 12 საათზე, თსუ-ის I კორპუსის 006 აუდიტორიაში გაიმართა მე-2 გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის პროექტის: ,,ქართული სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაცია და ევროპეიზაცია, როგორც პრობლემა და ამოცანა“ დასკვნითი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა ერთობლივი კრებული, ასევე მოხსენებით გამოვიდნენ პროექტის მონაწილე დოქტორანტები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართველი და გერმანელი აკადემიური წრეების წარმომადგენლები.