ბეჭდვა |/ დახურვა
 

კლინიკები მაგისტრანტებისათვის

2012-02-28

კლინიკები მაგისტრანტებისათვის

იწყება გაზაფხულის სემესტრისთვის კლინიკის გავლის მსურველ მაგისტრანტთა განაცხადების

მიღება. სტუდენტს შეუძლია განაცხადში მიუთითოს 5 სასურველი კლინიკა პრიორიტეტის მიხედვით.

შემოთავაზებული კლინიკები:

სავალდებული კლინიკები

• მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული საადვოკატო კლინიკა (30 კრედიტი)

• პრაქტიკული სამართლის კლინიკა (20 კრედიტი)

• იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (20 კრედიტი, მისაღები სტუდენტების რაოდენობა 7)

10 კრედიტიანი კლინიკები

• აღსრულების ეროვნული ბიუროს კლინიკა

• ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კლინიკა

• პოლიციის აკადემიის კლინიკა

• საქალაქო სასამართლოს კლინიკა

• სააპელაციო სასამართლოს კლინიკა

• სასამართლო საქმისწარმოებისა და მენეჯმენტის კლინიკა (რუსთავის საქალაქო სასამართლოს ბაზაზე)

• იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკა

• ერისთავის იურიდიული ჯგუფის საადვოკატო კლინიკა

• კორძაძის საადვოკატო ბიუროს კლინიკა

• საადვოკატო და საარბიტრაჟო კლინიკა

• საქპატენტის კლინიკა

• ცენტრალური საარჩევნო კომისიის კლინიკა

• „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამართლებრივი დახმარების ცენტრის კლინიკა

• მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული საადვოკატო კლინიკა

(ამ კლინიკაში საქმიანობის დაწყებისთვის სტუდენტს გავლილი უნდა ჰქონდეს იგივე

კლინიკა 30 კრედიტის ფარგლებში)

დაინტერესებულმა მაგისტრანტებმა განაცხადის შევსებული ფორმა
უნდა გამოგზავნონ

ელექტრონულ მისამართზე anapenti@yahoo.com

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 14 მარტი.

კლინიკებში სტუდენტების მიღება მოხდება გასაუბრების გზით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს (577 94 82 86)

Print

« იხ. ყველა სიახლე