ბეჭდვა |/ დახურვა |
თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების
სამაგისტრო თემის სათაურის (ხელმძღვანელის მითითებით) და სავარაუდო სტრუქტურის
რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის
კანცელარიაში ამა წლის 20 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით (განცხადების ფორმა):
თემის სავარაუდო სტრუქტურის წარდგენა ფაკულტეტის შესაბამის მიმართულებაზე გაიმართება
9 მარტს. სტუდენტმა თან უნდა იქონიოს სამაგისტრო თემის სავარაუდო სტრუქტურის
ქაღალდური ვერსია (დაზუსტებულ ინფორმაციას გაცნობებთ მოგვიანებით).
ამა წლის 2 ივლისიდან 9 ივლისის ჩათვლით იწარმოებს სამაგისტრო ნაშრომის ჩაბარება.
შენიშვნა: სამაგისტრო თემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სავალდებულოა
მიმართულებებზე კონსულტაციის გავლა, თემის სავარაუდო ხელმძღვანელთან შეთანხმება
რეგისტრაციის პერიოდში (არაუგვიანეს 10 დღით ადრე რეგისტრაციის დასრულებამდე).