ბეჭდვა |/ დახურვა
 

კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა

2012-07-24

კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა

ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და

კიოლნის უნივერსიტეტის საერთო სამაგისტრო პროგრამაზე „LL.M zu Köln“.

სწავლა მიმდინარეობს გერმანულ ენაზე.

გაიცემა კიოლნის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი

მიღება იწარმოებს 25 მაისიდან 30 ივლისამდე.

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებია:

• სამართლის ბაკალავრის ხარისხი

• გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა

• გერმანელ და ქართველ პროფესორებთან გასაუბრება

მისაღები დოკუმენტების სია:

1. დიპლომის ასლი/ან ცნობა სასწავლებლიდან

2. პირადობის მოწმობის ასლი

3. ავტობიოგრაფია გერმანულ ენაზე (CV)

4. 2 ფოტოსურათი

5. გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, მინიმუმ B2 დონე (არსებობის შემთხვევაში)

6. განაცხადი

მოგვმართეთ - თსუ II კორპუსი, ოთახი № 121 ტელ: 2 22 10 97 – 18 საათამდე

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ლინკი

Print

« იხ. ყველა სიახლე