დეკანის ბრძანება №4

2012-03-12

დეკანის ბრძანება №4

დეკანის ბრძანება

№4

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 13 მარტის #3 ბრძანებაში
ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის

სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:


1. ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 13 მარტის #3 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა(ა)იპ – ივანე

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე

შესრულებულ სამეცნიერო ნაშრომში გამოსაყენებელი უცხოენოვანი სამეცნიერო წყაროების

რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“.

1.2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის პრეამბულა: „საქართველოში კონტინენტურ-

ევროპული და ანგლო-ამერიკული იურიდიული სისტემების რეცეფციის, კონტინენტურ-

ევროპული სამართლის განვითარების ხელშეწყობის, თანამედროვე ევროპული იურიდიული

აზროვნების ჩამოყალიბების, განვითარებისა და მასთან დაახლოების, მსოფლიოს

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცესთან საქართველოს ინტეგრაციის, დასავლური

იურიდიული კვლევის ხელშეწყობის, სამართლის თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების

წარმოჩენის, კვლევის თანამედროვე საერთაშორისო პრინციპების დანერგვის მიზნით“.

1.3. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „იურიდიული ფაკულტეტის

ყველა საგანმანათლებლო საფეხურზე შესრულებულ (რეფერატი, წინასამაგისტრო და

სამაგისტრო ნაშრომი, დოქტორანტის სემინარი, კოლოქვიუმი, სადისერ¬ტაციო ნაშრომი),

ასევე „სამართლის ჟურნალში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ყველა სახის სამეცნიერო

ნაშრომში მითითებულ სამეცნიერო წყაროთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 4/5 უნდა

შეადგენდეს დასავლეთევროპულ ენებზე შესრულებულ ლიტერატურას, გარდა თემის

სპეციფიკიდან გამომდინარე გამონაკლისი შემთხ-ვევებისა“.

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



დეკანი, ასოცირებული პროფესორი

ირაკლი ბურდული

Print

« იხ. ყველა სიახლე