ბეჭდვა |/ დახურვა |
ცხადდება "ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისების კონკურსში" მონაწილეობის
მსურველთა საბუთების მიღება!
სტიპენდიის მიღების მსურველმა სტუდენტებმა უნდა წარადგინონ:
1) პირადი განცხადება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
(განცხადების ფორმა)
2) პირადობის მოწმობის ასლი;
3) თსუ-ს ან უცხო ქვეყნის ფარგლებში წინა სემესტრში ჩატარებულ კონფერენციებში
მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4) გამოქვეყნებული ნაშრომის სათაური, ხელმძღვანელი, გამოცემის ადგილი და პერიოდი
(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5) საბანკო ანგარიშის ნომერი (თუ ადრე სტუდენტს აუღია სტიპენდია).
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 16 მაისი, 17:00 სთ.
საბუთების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში.