ბეჭდვა |/ დახურვა |
შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნის თანახმად, უნივერსიტეტის ის კორპორაციული სატელეფონო ნომრები, რომლებზეც მოვა ან უკვე მოსულია „მაგთიკომისგან“ შესაბამისი SMS-შეტყობინება (ნომერი უნდა იყოს აქტიური), ა.წ. 1 ივლისამდე უნდა გადააფორმოთ თქვენს ან ნომრის მფლობელის (საოჯახო ნომრის შემთხვევაში) სახელზე. გადაფორმებას ექვემდებარება:
- ნომრები, რომლებიც არ იყო თქვენს მფლობელობაში და აღებული გაქვთ თსუ-სგან (როგორც მაგთიკომის, ასევე ჯეოსელის);
- ნომრები, რომლებიც აღებული გაქვთ ოჯახის წევრებისთვის;
გადაფორმება არ ესაჭიროება ნომერს, რომელზეც ირიცხება ყოველთვიურად თანხა თსუ-ის მიერ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ა.წ. 1 ივლისიდან გაგეთიშებათ კორპორაციული მომსახურება. ნომრის გადასაფორმებლად „მაგთის“ ნებისმიერ ოფისში წარადგინეთ სიმბარათი და პირადობის მოწმობა. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: მარინა თედორაძეს 577241171