საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამუშაოდ იწვევს დაინტერესებულ პირებს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს) ეკონომიკის, ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის სფეროში.
- ინგლისური და რუსული ენები (სრულყოფილად). სასურველია დამატებით ფრანგული ან ესპანური ენის ცოდნა.
- სასურველია მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება;
- საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
- ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურის, ფუნქციებისა და პრინციპების ცოდნა;
- სხვა ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი საქმიანობის ცოდნა;
- საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ძირითადი ასპექტების ცოდნა;
- საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (MS WORD, EXCEL, POWERPOINT) ცოდნა;
კანდიდატმა უნდა იცოდეს:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ";
- საქართველოს კანონი “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ";
უნარჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება
- გუნდური მუშაობა
- კომუნიკაბელურობა
კანიდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი და რეზიუმე (CV) არაუგვიანეს 2011 წლის 4 მარტისა ელექტრონულ ფოსტის მისამართზე : konkursi@economy.ge. განაცხადში აუცილებელია მიეთითოს პოზიცია.