გაუწყებთ, რომ
ა/წ 2 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იწარმოებს სტატიების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორენოვანი სამეცნიერო პერიოდული
,,სამართლის ჟურნალის“ (Journal of Law) 2019 წლის II გამოცემისათვის.
1.
იურიდიული ფაკულტეტის ჟურნალში სამეცნიერო სტატიის, უცხოენოვანი სამეცნიერო პუბლიკაციის თარგმანისა თუ სასამართლო პრაქტიკის ანალიზის წარმოდგენის უფლებით სარგებლობენ შემდეგი პირები:
• თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული პედაგოგები, დოქტორანტები.
• სამართლის სფეროში მოღვაწე უცხოელი და ქართველი პრაქტიკოსი იურისტები
• სხვა ავტორები, რომლებიც სარედაქციო კოლეგიის თხოვნით მოამზადებენ პუბლიკაციებს სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე.
2.
ავტორებმა სტატიის გამოქვეყნებისათვის ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)
სტატია (სრული ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 4700 ნაბეჭდ სიტყვას (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ტექსტისთვის ცალ-ცალკე) ანოტაციის, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით;
ბ)
ანოტაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე) არაუმეტეს 250 სიტყვისა;
გ)
საკვანძო სიტყვები (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
დ)
ბიბლიოგრაფია (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი სტატიისათვის ცალ-ცალკე. ბიბლიოგრაფიის შედგენის წესისა და ბიბლიოგრაფიის ნიმუშის შესახებ იხ.
დანართი #1)
ე)
განცხადება მთავარი რედაქტორის სახელზე ავტორის ხელმოწერით.
ვ)
სამეცნიერო ხელმძღვანელის დადებითი დასკვნა ან სტატიის კვლევის სფეროში გამოჩენილი სამართლის სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია
(მისი გამცემი პირის ხელმოწერით), სტატიის სამართლის დოქტორის ხარისხის არმქონე პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში.
2. ,,სამართლის ჟურნალისათვის“ შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს სტატია მხოლოდ მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნებული. ქართულენოვანი სტატიის
(ანოტაცია, საკვანძო სიტყვები და ძირითადი ტექსტი) შესატყვისი ინგლისურენოვანი თარგმანი შესრულებულ უნდა იქნეს მაღალი ლინგვისტური სტანდარტების დაცვით.
3.
ავტორი ვალდებულია დაიცვას სტატიის მიმართ მოქმედი სახელმძღვანელო პრინციპები (იხ.
დანართი #3).