ბეჭდვა |/ დახურვა
 

პრაქტიკული სამართლის კლინიკა მაგისტრანტებისათვის

2011-09-29

პრაქტიკული სამართლის კლინიკა მაგისტრანტებისათვის

პრაქტიკული სამართლის კლინიკა მაგისტრანტებისათვის, მათ შორის I სემესტრის მაგისტრანტებისათვის, გარდა სისხლის სამართლის მიმართულებისა.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული

ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული სამართლის კლინიკა

(20 კრედიტი) იწყებს მაგისტრანტთა განაცხადების მიღებას.

პრაქტიკული სამართლის კლინიკაში საქმიანობა გულისხმობს იურიდიული ფაკულტეტის

მაგისტრატურის სტუდენტების მიერ თბილისის საშუალო სკოლების მოსწავლეთათვის

ძირითადი სამართლებრივი საკითხების სწავლებას, როგორიცაა: სამართალი და

სამართლებრივი სისტემები; კონსტიტუცია და დემოკრატია; ადამიანის უფლებები; სისხლის

სამართალი და არასრულწლოვანთა უფლებები; სამოქალაქო სამართლის როლი და

მნიშვნელობა თანამედროვე პირობებში; მოლაპარაკების წარმართვა.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმები
და გადმოაგზავნონ

ელექტრონულ მისამართზე anapenti@yahoo.com

განაცხადები მიიღება 6 ოქტომბრის ჩათვლით. კლინიკაში მისაღები სტუდენტების

რაოდენობა შეზღუდულია. გასაუბრება
ჩატარდება 7 ოქტომბერს 10 საათზე

213-ე ოთახში (მე-2 სართული).

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პრაქტიკული სამართლის კლინიკის ხელმძღვანელს

ანა ხარაიშვილს Tel: 5 77 47 55 15

ელ-ფოსტა: anapenti@yahoo.com

Print

« იხ. ყველა სიახლე