ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-12-05

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს მთავარი პროკურატურა უმასპინძლებს



საქართველოს მთავარი პროკურატურა 2018 წლის 10 დეკემბერს  18 საათზე  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს მთავარ პროკურატურაში უმასპინძლებს.  

 შეხვედრა გაიმართება  ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორებთან,  (სამმართველოს ხელმძღვანელი სალომე შენგელია)  რომლებიც ისაუბრებენ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.  შეხვედრაზე ასევე  ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმი ძალადობის თემაზე სათაურით   ,,ილაპარაკე”.

შეხვედრა ტარდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად     და  ასევე  ტარდება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში. 

შეხვედრა წარიმართება დისკუსიის რეჟიმში.

აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრების საშუალება ექნებათ პირველ 30 სტუდენტს, რომლებიც მოახერხებენ მონაწილეობის დადასტურებას, 9 დეკემბრამდე, შემდეგ ელ. მისამართზე: zurab.gogshelidze@tsu.ge 

Print

« იხ. ყველა სიახლე