2019-09-04

2019-20 სასწავლო წლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდის ფორმატი



კერძო სამართლის მიმართულებით: 
ორი თეორიული საკითხი მატერიალური სამართლიდან (თითოეული საკითხი შეფასდება 30 ქულით) და ერთი კაზუსი სამოქალაქო საპროცესო სამართლიდან (შეფასდება 40 ქულით).
  

სისხლის სამართლის მიმართულებით: 
ორი თეორიული საკითხი (ერთი სისხლის სამართლის ზოგადი და ერთი სისხლის სამართლის კერძო ნაწილიდან,   თითოეული   საკითხი   შეფასდება  30  ქულით) და ორი კაზუსი სისხლის სამართლის პროცესიდან   (თითოეული კაზუსი შეფასდება  20  ქულით).    

შენიშვნა: სისხლის სამართლის მიმართულებით კაზუსი შედგენილია სისხლის სამართლის პროცესიდან, შესაბამისად ნორმატიული მასალა არ გამოიყენება.


საჯარო სამართლის მიმართულებით:
ორი თეორიული საკითხი კონსტიტუციური სამართლიდან (თითოეული საკითხი შეფასდება  25 ქულით) და ერთი კაზუსი ადმინისტრაციული სამართლიდან (შეფასდება 50 ქულით).


საერთაშორისო   სამართლის   მიმართულებით: 
ოთხი თეორიულ-ანალიტიკური საკითხი (თითოეული ფასდება 25 ქულით), რომელიც მოითხოვს მის განმარტებასა და ანალიზს. საკითხი უნდა იყოს განხილული მაქსიმალურად ამომწურავად, მაგრამ ლაკონურად. საკითხის განხილვისას საჭიროა საკითხთან დაკავშირებული წყაროების ამომწურავი მითითება და ანალიზი. მსჯელობისას უნდა იყოს განხილული შესაძლო მაგალითები საქართველოს პრაქტიკიდან. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება წერის კულტურა (ნაწერის წაკითხვა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს კალიგრაფიისა და სხვა მიზეზების გამო) და აკადემიური წერის ნორმების ცოდნა.
 

ნორმატიული მასალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კაზუსის ამოხსნისას.
გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათი.

Print

« იხ. ყველა სიახლე