ბეჭდვა |/ დახურვა |
ბანკი "რესპუბლიკა ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი" აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას
იურიდიულ დეპარტამენტში იურისტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
* ხელშეკრულებების პროექტების ექსპერტიზა და მომზადება
* პრობლემურ პორტფელებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის შესწავლა, დასკვნების მომზადება
* ახალი საბანკო პროდუქტების სამართლებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით
ნორმატიული მასალის შესწავლა, დოკუმენტაციის პროექტების მომზადება
* სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სასამართლოში/არბიტრაჟში,
ნოტარიუსთან და სხვა ორგანოებში ვიზიტები დოკუმენტაციის წარდგენის და/ან მოპოვების მიზნით
* ბანკის საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის ტექნიკური საქმიანობა
ძირითად მოთხოვნები:
* იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტი ან მე–4 კურსის სტუდენტი კერძო სამართლის მიმართულებით
* ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ელ.
ფოსტის მისამართზე law@tsu.ge არაუგვიანეს 3 დეკემბერს, 18:00 საათზე თემის ველში
შემდეგი მითითებით: სტაჟირება – ბანკი რესპუბლიკა