ბეჭდვა |/ დახურვა
 

სტუდენტთა საყურადღებოდ

2013-03-08

სტუდენტთა საყურადღებოდ

სტუდენტთა მრავალრიცხოვანი თხოვნის გათვალისწინებით ბაზებში სასემინარო ცხრილები გააქტიურდება 7 მარტს 17 საათზე. ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ სასემინარო ჯგუფების დასარედაქტირებლად მოსამზადებელი სამოშაოების გამო ბაზები დროებით გაითიშება 14 დან 17 საათამდე. ამ დროის მანძილზე ვერ შეძლებთ საგნების არჩევას/გადარჩევას.

17 საათიდან შესაძლებელი იქნება როგორც სასემინარო ჯგუფებში დარეგისტრირება, ისე სალექციო ჯგუფების არჩევა.

ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ ცხრილი ისეა აწყობილი, რომ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სტანდარტული ცხრილით არც ერთი სავალდებულო დისციპლინა არ ემთხვევა სხვა სავალდებულო დისციპლინას. (ერთადერთი გამონაკლისია სანივთო სამართალი (პროფესორი ბესარიონ ზოიძე), სადაც არის 2 ნაკადი, რომელიც ერთ საათზე ემთხვევა ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს (პროფესორი ვასილ გონაშვილი), რომელიც ასევე არის შეთავაზებული ორ ნაკადად და სტუდენტს შეუძლია თავად გადაწყვიტოს რომელ ლექციაზე დასწრება იქნება მისთვის სასურველი).

თუკი სტუდენტს აქვს აკადემიური დავალიანება ან სხვა მიზეზით იგი სწავლას აგრძელებს არასტანდარტული ცხრილით, მან თვითონ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ არ ჰქონდეს დამთხვევა სავალდებულო საგანთან. იურიდიული ფაკულტეტი ყოველ სემესტრში სთავაზობს ყველა სავალდებულო საგანს, მაგრამ მათი შეთავაზება იმ ფორმით, რომ არც ერთ სტუდენტს (3500-მდე აქტიური სტუდენტიდან) არ დაემთხვეს იგი სხვა საგანს ობიექტურად შეუძლებელია.

სასემინარო ჯგუფებში დამთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი მათთვის, ვინც სწავლობს სტანდარტული ცხრილით. ამასთან ერთად სემინარები შეთავაზებულია რამდენიმე ნაკადით და სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ნაკადი და ისე ააწყოს ინდივიდუალური ცხრილი.

რაც შეეხება სავალდებულო საგნის დამთხვევას არჩევით დისციპლინასთან: იურიდიულმა ფაკულტეტმა გაზაფხულის სემესტრში შემოგთავაზათ 100–ზე მეტი არჩევითი დისციპლინა. მათგან ზოგიერთი, თქვენი sms.tsu.ge -დან გამოგზავნილი შეტყობინებების გათვალისწინებით შემოთავაზებულ იქნა ორ და მეტ ნაკადად (ასეთებია, მაგალითად : სააღსრულებო სამართალი (2 ნაკადი), ადვოკატთა პროფესიული ეთიკა (9 ნაკადი), იმიტირებული პროცესები (სხვადასხვა მიმართულებით) (7 ნაკადი), სახელშეკრულებო სამართლის გაღრმავება (4 ნაკადი), სისხლის სამართლის პროცესის გაღრმავება (3 ნაკადი), გაკოტრების სამართალი (2 ნაკადი), ეკონომიკური დანაშაული (2 ნაკადი), კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა (5 ნაკადი), დაზღვევის სამართალი (2 ნაკადი), სამოქალაქო საპროცესო სამართლის გაღრმავება (2 ნაკადი), საბანკო სამართალი (2 ნაკადი), მოთხოვნის უზრუნველყოფის სამართალი (2 ნაკადი), სანივთო სამართლის გაღრმავება (2 ნაკადი), სამრეწველო საკუთრების სამართალი (2 ნაკადი), საავტორო სამართალი (2 ნაკადი), სანოტარო სამართალი (2 ნაკადი)). ამ მოცემულობით, თითოეული სტუდენტი თავად ადგენს თავის ინდივიდუალურ ცხრილს და სავალდებულო საგნების დამთხვევა არჩევით საგნებთან თავად უნდა გაითვალისწინოს.

Print

« იხ. ყველა სიახლე