ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-12-25

წიგნის - "სანოტარო სამართალი" პრეზენტაცა


  თსუ იურიდიული ფაკულტეტის სანოტარო სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით ამ/წ  20 დეკემბერს გაიმართა წიგნის ,,სანოტარო სამართლის’’ პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მორის შალიკაშვილი, თბილისის ღია უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი  ქეთევან ცხადაძე, სანოტარო სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ეკატერინე შენგელია, წიგნის ავტორები: მარიკა გოგოლაძე ნოტარიუსი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავჯდომარე, გიორგი მარიამიძე ადვოკატი,  თსუ იურიდიული ფაკულტეტის და თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტები. 
  შეხვედრაზე განხილულ იქნა ნოტარიუსის ცნება და სტატუსთან, ნოტარიუსობის კანდიდატთან, ნოტარიუსის თანამდედობაზე დანიშვნასთან და მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.    

იხ. ფოტოგალერეა
Print

« იხ. ყველა სიახლე