2020-09-19

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!



როგორც გეცნობათ, ტექნიკური ხარვეზების გამო, სემინარების არჩევა იურიდიულ ფაულტეტზე გადაიდო 19 სექტემბრის 17:00 საათამდე. ბაზაში აღგიდგებათ 18 სექტემბრის 17:00 საათამდე არსებული მდგომარეობა (ეხება როგორც ლექციებს, ასევე სემინარებს). იურიდიული ფაკულტეტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ფაკულტეტი წარმართავს ამ პროცესის აკადემიურ ნაწილს, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი კვალიფიციური IT მხარდაჭერით. IT სამსახურის საქმიანობა ცდება იურიდიული ფაკულტეტის კომპეტენციას, ამასთან, ამ მიმართულებით წლების მანძილზე არსებული პრობლემების შესახებ, მათ შორის 18 სექტემბრის სასემინარო ნაკადებზე რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული გაუმართაობის შესახებ,  ფაკულტეტის მხრიდან ინფორმირებულია ყველა სათანადო პასუხისმგებელი პირი, მათ შორის, უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

სასემინარო ნაკადებზე რეგისტრაცია დაიწყება 19 სექტემბრის 17:00 საათიდან. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება რეგისტრაცია უცხო ენების ნაკადებზე, ასევე შესაძლებელი იქნება საგნებზე ნაკადების შეცვლა და სხვა ცვლილებების განხორციელება.

ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად. მიაქციეთ ყურადღება, რომ სასემინარო ნაკადების გათანაბრების მიზნით, მცირე რაოდენობით დაემატა ადგილები ზოგიერთ სავალდებულო დისციპლინას და შესაძლებელი იქნება ამ საგნებზე რეგისტრაციაც.

ამასთან, გაცნობებთ, რომ სასწავლო მეცადინეობების სალექციო/სასემინარო ცხრილი ისეა შედგენილი, რომ სტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს სავალდებულო საგნების ლექციები არ ემთხვევათ იმავე სემესტრის სხვა სავალდებულო საგნებს ან სემინარებს. არასტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართული, მობილობით გადმოსული ან აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის დამთხვევების რისკი მეტია, მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მიმდინარე სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის მიერ შეთავაზებულია 100-ზე მეტი (სავალდებულო/არჩევითი) დისციპლინა და დამთხვევების გამორიცხვა ობიექტურად შეუძლებელია. არჩევითი საგნის სავალდებულო დისციპლინასთან დამთხვევის შემთხვევაში შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ სხვა არჩევით დისციპლინაზე, რამდენადაც ძალიან ბევრ არჩევით დისციპლინაზე რეგისტრაცია შესაძლებელია. იურიდიული ფაკულტეტი იმედოვნებს, რომ სტუდენტები შეძლებენ სწორად დაგეგმონ თავიანთი სასემინარო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის/სალექციო ნაკადის შეცვლის გზით).

თუკი თქვენ გაქვთ სემინარის დამთხვევა ლექციის/სხვა სემინარის დროზე და იმავდროულად, სემინარის პროფესორს აქვს სხვა სასემინარო ნაკადი, შესაძლებელია სემინარზე დასწრება მის სხვა ნაკადში, რეგისტრაციის შეცვლის გარეშე. სტუდენტისთვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმაროთ LMS.TSU.GE ბაზიდან, „აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“, სადაც აღწერილი უნდა იყოს თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები). ყველა განცხადება განიხილება 22 სექტემბრის ჩათვლით და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება ყველა თხოვნა. ასევე, გაცნობებთ, რომ, რაკი უცხო ენები არ იყო აქტიური ბაზაში, უცხო ენის გაუმჯობესების მსურველებს, მათი განცხადებების შესაბამისად, გაუმჯობესებები აესახებათ 21 სექტემბერს 18:00 საათამდე. სემინარებისა და უცხო ენის დამთხვევის შემთხვევაში, შესაძლებელია უცხო ენის პედაგოგის/ნაკადის შეცვლა. უცხო ენებში ჯგუფის შეცვლის/ჯგუფის დამატების მსურველებმა უნდა მიმართონ ენათა ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ რუსუდან დოლიძეს ელექტრონულ მისამართზე rusudan.dolidze@tsu.ge გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასევე, სად ხართ რეგისტრირებული (ჯგუფი, საფეხური) და რომელია თქვენთვის სასურველი ჯგუფი.

ყველა განცხადება დამუშავდება და ცვლილებები აისახება 25 სექტემბრამდე. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 599 53 84 74.

ბაკალავრიატის ბაზა საბოლოოდ დაიხურება 25 სექტემბრის 17:00 საათზე.

იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!
Print

« იხ. ყველა სიახლე