ბეჭდვა |/ დახურვა |
20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა საზოგადოებრივი სასამართლოს
პროექტის ფარგლებში გამართული სამართლებრივი ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, საქართველოს
ტექნიკური უნივესიტეტის და კავკასიის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4
კურსის სტუდენტებმა მიიღეს.
აღნიშნული ოლიმპიადა ოთხი ეტაპისაგან შედგებოდა: კაზუსების ამოხსნა, სამართლებრივი
კითხვები, სამართლებრივი შეცდომების კორექტირება და ფინალური ეტაპი - დაბატები.
ჟიური შედგებოდა მონაწილე უნივერსიტეტების და საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციის
წარმომადგენლებისგან.
სამართლებრივი ოლიმპიადის გამარჯვებულად კომპეტენტურმა ჟიურიმ თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაასახელა. მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სამახსოვრო ჯილდო – მართლმსაჯულების სიმბოლო,
თემიდა გადაეცათ. გუნდის კაპიტანმა, გიორგი ჯავახაძემ, ასევე გაიმარჯვა ნომინაციაში
„ოლიმპიადის საუკეთესო ორატორი“.
გაცნობებთ, რომ ამ პროექტის ფარგლებში ეს არის რიგით მეორე სამართლებრივი
ოლიმპიადა. პირველი ოლიმპიადის გამარჯვებული ასევე თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი იყო.
ეს მართლაც სასიხარულო ფაქტია არა მხოლოდ გუნდის წევრებისათვის, არამედ
თითოეული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტისათვის.
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის სახელით მადლობას ვუხდით თსუ-ს გუნდს
მონდომებისათვის, ხოლო გულშემატკივარს მხარდაჭერისათვის.
თსუ-ს გუნდი შედგებოდა შვიდი წარმატებული და რეიტინგული სტუდენტისაგან: გიორგი
ჯავახაძე (კაპიტანი), ნინო ქათამაძე, თამარ სურმავა, ივანე ჩიტაშვილი, გიორგი
ჩაკვეტაძე, სოფიო კონჯარია, მარიამ ოზიაშვილი.