განმარტებები აკადემიური რეგისტრაციების პროცესთან დაკავშირებით
ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!
აკადემიური რეგისტრაცია იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყება 27 სექტემბრის 17:00 საათზე.
ყველა საგანი გაიხსნება ერთდროულად.
სავალდებულო და არჩევით საგნებზე ადგილების დამატება განხორციელდება ანბანური თანმიმდევრობით შემდეგი განრიგით :
27 სექტემბერს - 18:00 საათიდან - 19:10 საათამდე;
28 სექტემბერს - 17:00 საათიდან -18:00 საათამდე;
გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება „ primo in tempore, potior in iure“ (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი). სავალდებულოსაგნებზე ადგილები დაემატება მოთხოვნის შესაბამისად. არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე.
თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, გთხოვთ, მოგვწეროთ
sms.tsu.ge- დან. ამისათვის გრაფაში ,,წერილის სახე“ მიუთითეთ ,, აკადემიურრეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ და გრაფაში ,, აირჩიეთ საგანი “ მიუთითეთ სასურველი დისციპლინა. აუცილებელია, რომ შეტყობინებაში სასურველი დისციპლინა მითითებული იყოსარა ტექსტური სახით, არამედ მონიშნული იყოს გრაფაში ,,აირჩიეთ საგანი“, რადგან მონაცემთა დამუშავება ხდება ავტომატურად და ტექსტური ფორმით მოწერილი დისციპლინის გათვალისწინება ვერმოხდება. ფაკულტეტის ადმინისტრაცია აკადემიურ რეგისტრაციებს შორის დროის მონაკვეთში დაამუშავებს აღნიშნულ მონაცემებს და შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინებს სტუდენტთამოთხოვნას.
ამასთან ერთად, გთხოვთ, გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის (ტელეფონის ნომრის) სისწორე, რათა შეძლოთ იურიდიული ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფომაციის დროული მიღება.
სტუდენტებს, რომელთაც სურთ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე ქულის გაუმჯობესების მიზნით, შეუძლიათ მოგვმართონ ამის თაობაზე
sms.tsu.ge- დან მიმდინარე წლის 28 სექტემბრისჩათვლით. გთხოვთ, თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ შესაბამისი ადგილი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი. თქვენი განცხადებები დამუშავდება და დისციპლინაინდივიდუალურ ცხრილში აისახება არაუგვიანეს 3 ოქტომბრისა.
დამატებით სემესტრთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ
sms.tsu.ge-დან მიმდინარე წლის 28 სექტემბერის ჩათვლით.
მობილობით გადმოსულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტი ელოდება დასკვნას ხარისხის განვითარების ცენტრიდან, რომლის საფუძველზეც უნდა გამოიცეს მობილობით გადმოსულ სტუდენტთა ჩარიცხვის ბრძანება. იურიდიულმაფაკულტეტმა მაქსიმალურად გადადო აკადემიური რეგისტრაციის პროცესი, რათა ბრძანების გამოცემა და მობილობით გადმოსულ სტუდენტთა მონაწილეობა აკადემიური რეგისტრაციების პროცესშიშესაძლებელი ყოფილიყო. ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუკი ბრძანების გამოცემა დაგვიანდება და თქვენ ვერ შეძლებთ 27 სექტემბერს აკადემიურ რეგისტრაციებში მონაწილეობისმიღებას, ფაკულტეტი უზრუნველყოფს მოგვიანებით თქვენს რეგისტრაციას ყველა სავალდებულო და აჩეევით დისციპლინაზე.
თანხის გადახდას შეძლებთ (ბანკში. თქვენი პირადი ნომრით) მხოლოდ ჩარიცხვის ბრძანების გამოცემის შემდგომ. ასევე ამ ბრძანების გამოცემის შემდგომ მობილობით გადმოსული სტუდენტები sms შეტყობინების სახით მიიღებენ
sms.tsu.ge-ს ბაზაზე წვდომის მონაცემებს.
ფაკულტეტი გამართავს მეორე სორიენტაციო შეხვედრას მობილობით გადმოსულ სტუდენტებთან ჩარიცხვის ბრძანების გამოცემის შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე მიიღებთ მოკლე ტექსტურშეტყობინებას.
მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ!
მაგისტრატურის საფეხურზე საგნებზე რეგისტრაცია დაიწყება 27 სექტებმბერს 18:00 საათზე.
გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!