2018-03-14
კორძაძის საადვოკატო ბიუროს სტიპენდია
კორძაძის საადვოკატო ბიურო აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-2 და შემდგომი სემესტრების სტუდენტებს, გარდა დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა მიმდინარე წლის 25 მარტის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე (law@tsu.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
· CV
· სამოტივაციო წერილი
· ნიშნების ფურცლის ამონაწერი
· პირადობის მოწმობის ასლი
თემის ველში უნდა მიუთითოთ: კორძაძის საადვოკატო ბიუროს სტიპენდია 2018.
აკადემიური მოსწრებისა და სამოტივაციო წერილის შეფასების შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება და აირჩევა ერთი სტუდენტი, რომელსაც 1 სასწავლო სემესტრის (5 თვის) ვადით დაენიშნება კორძაძის საადვოკატო ბიუროს სახელობითი სტიპენდია.
გისურვებთ წარმატებას!
« იხ. ყველა სიახლე