ჰუმანიტარული ფაკულტეტის ინიციატივით, 18 ნოემბერს პირველი კორპუსის ეზოში გაიმართება სხვადასხვა ნივთების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა მოხმარდება ივანე ჯავახიშვილის სოფელში - ხოვლეში არსებულ სკოლას, რომელსაც სჭირდება ბიბლიოთეკის განახლება. ეს იქნება ერთჯერადი, ძალიან საჭირო აქცია, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ამ სკოლაზე თსუ-ს პატრონაჟს და მომავალშიც მხარდაჭერას.
ამ კეთილ ინიციატივას დიდი სიამოვნებით უერთდება მთელი უნივერსიტეტი. პროექტში ჩართვა შეუძლიათ, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებს, ისე - პროფესორ-მასწავლებლებს.
ნივთების შეგროვებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხების მოგვარება-ორგანიზებას უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობა. საკონტაქტო პირი: სანდრო მარანელი, 598 873 876.
ღონისძიების ფორმატი: პირველი კორპუსის ეზოში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც თსუ რექტორი, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, ადმინისტრაციის თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებას მეტ სიცოცხლეს შემატებს DJ.