გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალური წარმომადგენლობისა (UNHCR) და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) სახელით გაცნობებთ იმიტირებული სასამართლო პროცესის შესახებ, რომელიც დაგეგმილია პროექტის „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში“ ფარგლებში. იმიტირებული სასამართლო პროცესი ტარდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის თანაორგანიზებით. იმიტირებული სასამართლოს პროცესის თემაა - მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არქონის საკითხები.
იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის III-IV კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
• 31 ოქტომბერი გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადა
• 1-2 ნოემბერი შერჩეული გუნდებისათვის საქმის და შესაბამისი ინფორმაციის/მასალების მიწოდება
• 3-12 ნოემბერი კითხვა პასუხის რეჟიმში ინფრომაციის დაზუსტება საორგანიზაციო ჯგუფებთან
• 13 ნოემბერი გუნდების მიერ წერილობითი მონახაზის (პოზიციის) წარმოდგენის ბოლო ვადა
• 14-15ნოემბერი ზეპირი რაუნდისათვის მოსამზადებელი პერიოდი
• 18 ნოემბერი იმიტირებული სასამართლო პროცესი და მონაწილეთა დაჯილდოება
დამატებითი ინფორმაცია იმიტირებული სასამართლო პროცესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) ვებ-გვერდზე
www.irc.ge და ფეისბუქ-გვერდზე, აგრეთვე, ვერ-გვერდებზე
www.jobs.ge და
www.work.ge ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნინო რთველაძეს (საორგანიზაციო ჯგუფი) მობ: (+995) 577 61 41 99; ელ-ფოსტა n.rtveladze@irc.ge
ასევე
იხ.