ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-11-24

საჯარო ლექცია


  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს   პროკურატურის  ორგანიზებით  2017 წლის 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს 7  ქალაქში,   თბილისში,  რუსთავში,  თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში  ჩატარდება  „დაზარალებულთა კვირეული“,  რომლის  მხარდამჭერია  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
 
  აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, 2017 წლის 28 ნოემბერს 15:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გაიმართება საჯარო ლექცია ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და დაზარალებულთა უფლებების შესახებ. შეხვედრისას ასევე გათვალისწინებულია ე.წ. რეალურ მსხვერპლებთან ჩაწერილი ინტერვიუების ვიდეო-რგოლის სახით ჩვენება და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება.
 
სტუდენტებს შეხვდება და საჯარო ლექციას წარუძღვება ქალაქ თბილისის პროკურატურის განყოფილების უფროსის მოადგილე  ბატონი იოსებ ხუციშვილი და
 
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი  ქალბატონი ელენე ქავთარაძე.
 
პროკურორის მიერ წარდგენილ პრეზენტაციაში განხილული იქნება შემდეგი ძირითადი საკითხები:
 
§  ოჯახში ძალადობა;
§  ოჯახში ძალადობის ფორმები;
§  დაზარალებულთა უფლებები და სტატუსის მინიჭების პროცედურა;
§  ოჯახში ძალადობის/ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ შეტყობინების ვალდებულება;
§  დაცვის მექანიზმები და სერვისები;
§  ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი
§  ახალი დანაშაული - ადევნება.
 
 
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიერ წარდგენილ პრეზენტაციაში განხილული იქნება შემდეგი ძირითადი საკითხები:
 
o   კოორდინატორის სამსახური;
o   დაზარალებულის უფლებრივი და ემოციური მდგომარეობა;
o   კოორდინატორის ფუნქციები და მოვალეობები გამოძიების და სასამართლო განხილვის ეტაპზე;
o   სტატისტიკური ინფორმაცია.
 
საჯარო ლექციის ჩატარების ადგილი:
 
თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. #3, II კორპუსი, 219 აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე