2017-11-27

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი გთავაზობთ კიდევ ორ უცხოენოვან (ინგლისურენოვან) ინტენსიურ კურსს


  თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი გთავაზობთ კიდევ ორ უცხოენოვან (ინგლისურენოვან) ინტენსიურ კურსს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის.
სტუდენტებს შეეძლებათ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე „შესავალი ევროკავშირის ტრანსნაციონალური სამართლში“ (Introduction to European Union Transnational Law). ლექციებს წარუძღვება ჰიუსტონის უნივერსიტეტის სამართლის ცენტრის დირექტორი, მედიაციის კლინიკის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ტაშა ვილისი.
საგნის სილაბუსი, შეფასების სისტემა და პროფესორის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

  ასევე, დარეგისტრირება შესაძლებელია დისციპლინაზე „სახელშეკრულებო სამართალი საერთო სამართლის სისტემაში“ (Common Law Contracts). ლექციებს წარუძღვება ჰიუსტონის უნივერსიტეტის პროფესორი რეიმონდ ნიმერი.
საგნის სილაბუსი, შეფასების სისტემა და პროფესორის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

ინტენსიური კურსები ჩატარდება 11 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით. დეტალური ცხრილი უახლოეს პერიოდში დაიდება საიტზე.

  თითოეულ დისციპლინაზე დარეგისტრირდება პირველი 20 სტუდენტი, რომელიც მოიწერება შესაბამისად:
დასარეგისტრირებლად sms.tsu.ge-დან, წერილის სახეში მიუთითეთ „რეგისტრაცია“, წერილის ტექსტში უნდა მიუთითოთ, რომ გსურთ დარეგისტრირება შესაბამის დისციპლინაზე და თუკი სახეზე გექნებათ კრედიტების გადაჭარება, ასევე, უნდა მითითოთ უკვე არჩეული დისციპლინებიდან რომლის ნაცვლად გსურთ აღნიშნული საგნის გავლა.


Print

« იხ. ყველა სიახლე