ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-09-21

28-ე Willem C. Vis Moot -ში მონაწილეობისათვის შერჩევა დაიწყო!



თსუ იურიდიული ფაკულტეტი იწყებს 28-ე ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესისათვის / Willem C. Vis Moot მონაწილეობის მსურველთა შერჩევას.
მსოფლიოში შექმნილი პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, რიგით 28-ე შეჯიბრი ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3, მე-4 კურსის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები. მონაწილეობის წინაპირობაა სტუდენტის აქტიური სტატუსი მომავალ სემესტრში. მასში მონაწილეობა წარმოადგენს იურიდიული ფაკულტეტის 10-კრედიტიან საგანს.

შერჩევა წარიმართება რამდენიმე ეტაპად:

• შესარჩევ ეტაპში მონაწილეობის მსრულველებმა უნდა გამოაგზავნონ CV (ინგლისურ ენაზე) არაუგვიანეს 2020 წლის 25 სექტემბრის 24:00 საათისა, შემდეგ ელ. ფოსტაზე: VisMoot@tsu.ge  

• გამოგზავნილი CV-ის ავტორებს, 2020 წლის 26 სექტემბერს, ინდივიდუალურად გაეგზავნებათ წერილობითი დავალება, რომელიც უნდა მოამზადონ და გამოაგზავნო არაუგვიანეს  2020 წლის 27 სექტემბრის 21:00 საათისა, შემდეგ ელ. ფოსტაზე: VisMoot@tsu.ge 

• გამოგზავნილი CV -სა და წერილობითი დავალების საფუძველზე მოხდება სტუდენტების შერჩევა შემდეგი ეტაპისათვის, რომელიც ჩატარდება ზეპირი გასაუბრების ფორმით, ინგლისურ ენაზე, 2020 წლის 28 სექტემბერს. გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად. გასაუბრების ზუსტი დრო გეცნობებათ ინდივიდუალურად.

• გასაუბრების შედეგად შერჩეული სტუდენტები დაკომპლექტდებიან გუნდებად, გაეგზავნება კონკრეტული კაზუსი და პოზიციები, რომელზეც უნდა მოამზადონ ზეპირი პოზიციები კაზუსის ზეპირ განხილვაში მონაწილეობისათვის. ზეპირი განხილვა ჩატარდება დისტანციურად, 2020 წლის 4 ოქტომბერს. დეტალურ ინსტრუქციას მიიღებთ ინდივიდუალურად. 

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში  დაგვიკავშირდით:  +995598387384;   VisMoot@tsu.ge

დამატებითი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 26 სექტემბერს, 11:00 საათზე, ზუმის საშუალებით:
https:// zoom.us/j/78215817631
Meeting ID: 782 1581 7631
Passcode: 7ht1Cf
Print

« იხ. ყველა სიახლე