ბეჭდვა |/ დახურვა |
გაცნობებთ, რომ 14 მარტს, 11 საათზე, II აკადემიური კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (135-ე აუდიტორია) გაიმართება შეხვედრა თემაზე: „ როგორ ვმართოთ აქტიური აკადემიური ონლაინპროფილი“. ღონისძიებას წარუძღვება არჩილ ჩოჩია — ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მკვლევარი და „ევროპული კვლევების ბალტიური ჟურნალის“ (“Baltic Journal of European Studies”) რედაქტორი. შეხვედრა დაეთმობა აკადემიური პროფილის ონლაინ შექმნას, მართვასა და მის მნიშვნელობას აკადემიურ იმიჯზე. აგრეთვე, განიხილება სამეცნიერო სტატიის საერთაშორისო მკითხველისთვის გამოქვეყნებისა და საამისოდ გამოსადეგი ჟურნალის შერჩევის შესაძლებლობები.
გთხოვთ, მობრძანდეთ.