ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-09-24

კვლევითი სტიპენდია გერმანიაში დოქტორანტებისთვის


კვლევითი სტიპენდია გერმანიაში დოქტორანტებისთვის

 

ფოლკსვაგენის ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში თსუ-ის და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტები აცხადებენ კონკურსს დოქტორანტებისთვის გერმანიაში 6-თვიანი კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად.

 

სტიპენდია განკუთვნილია იმ დოოქტორანტებისთვის, რომელთა სადოქტორო კვლევა ეხება ქართული სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაციის პრობლემებს (ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირისა ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კონტექსტში). დაფინანსდება 2 დოქტორანტი, რომლებსაც შეეძლებათ 6 თვის ვადით კვლევითი საქმიანობა განახორციელონ ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში 2019 წლის გაზაფხულის სემესტრში.

 

სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 1400 ევროს თვეში.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

-         CV ფოტოსურათით;

-         სადოქტორო კვლევის აღწერა;

-         6-თვიანი კვლევის გეგმა;

-         რეკომენდაცია დარგის 2 პროფესორისგან;

-         ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომები შეფასებების დანართით;

-         ცნობა თსუ-დან დოქტორანტურაში სწავლის შესახებ;

-        ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, B2 დონე;

-         სამოტივაციო წერილი;

-         პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

 

განცხადებები მიიღება 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონული ფორმით ელექტრონული ფოსტის მისამართზე vwphdproject@gmail.com . დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ და გერმანულ ენებზე.

 

დოქტრანტების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საუკეთესო განაცხადების გამოვლენა; მეორე ეტაპზე საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებთან შედგება გასაუბრება.

 

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vwphdproject@gmail.com .

Print

« იხ. ყველა სიახლე