გარე მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
იურიდიული ფაკულტეტი 2018 წლის თებერვალში აცხადებს გარე მობილობას, თსუ–ის რექტორის 01.22.2018 წლის N 17/01-01 ბრძანების თანახმად:
განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები :
ა ) პროცედურული ვადები :
ა . ა ) დოკუმენტაციის მიღება – 6 – 8 თებერვალი ;
გან ისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა ( უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული ):
ა ) განცხადება ;
ბ ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის / ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის / მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი ;
გ ) პირადობის მოწმობის ასლი ;
დ ) წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი ( ან სამხედრო ბილეთი , ასეთის არსებობის შემთხვევაში );
ე ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი ;
ვ ) სტუდენტის სასწავლო ბარათი ;
ზ ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში );
თ ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ) ;
ა . ბ ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 9 - 12 თებერვალი ;
ა . გ ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება –13 თებერვალი ;
იხილეთ ბმული:
/ge/juridical/orders/BjYVyIJacsBpTJOS/?p=2
გარე მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ჯგუფის უფროს სპეციალისტს გენრიეტა ჯოხაძეს 577-21-13-35, T- 2–29–08–19
« იხ. ყველა სიახლე