სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მიმართულებების მიხედვით სტუდენტთა გადანაწილება განხორციელდა ადგილების ქვოტირებით თითოეულ მიმართულებაზე შემოსული განაცხადის რაოდენობის შესაბამისად.
სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე არსებულ ვაკანტურ 170 ადგილზე შემოსული იყო 509 განაცხადი შემდეგი პროპორციით:
კერძო სამართალი - 302 განაცხადი;
სისხლის სამართალი - 141 განაცხადი;
საჯარო სამართალი - 66 განაცხადი.
პროპორციული განაწილებით ადგილები მიმართულებების მიხედვით გადანაწილდება შემდეგი სახით:
კერძო სამართალი - 102 ვაკანტური ადგილი;
სისხლის სამართალი - 46 ვაკანტური ადგილი;
საჯარო სამართალი - 22 ვაკანტური ადგილი.
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე არსებულ ვაკანტურ 30 ადგილზე შემოსული იყო 28 განაცხადი.