დაიწყო სტუდენტთა შერჩევა ვილემ ვისის სახელობის რიგით 27-ე შეჯიბრში მონაწილეობისათვის - Willem C. Vis Moot!
თსუ იურიდიული ფაკულტეტი იწყებს ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესებში / Willem C. Vis Moot მონაწილეობის მსურველთა შერჩევას.
ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესი წარმოადგენს იურიდიული ფაკულტეტის 10-კრედიტიან საგანს, რომელიც შერჩეულ სტუდენტებს ჩაეთვლებათ მომავალი წლის გაზაფხულის სემესტრში.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3, მე-4 კურსის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები. მონაწილეობის წინაპირობაა სტუდენტის აქტიური სტატუსი მომავალ სემესტრში.
შერჩევა წარიმართება რამდენიმე ეტაპად:
• შესარჩევ ეტაპში მონაწილეობის მსრულველებმა უნდა გამოგზავნონ ბიოგრაფიული რეზიუმე / CV (ინგლისურ ენაზე) არაუგვიანეს 2019 წლის 6 სექტემბრისა ელ. ფოსტის მისამართზე VisMoot@tsu.ge;
• აპლიკანტებს 2019 წლის 8 სექტემბერს ინდივიდუალურად გაეგზავნებათ წერილობითი დავალება, რომელიც უნდა მოამზადონ არაუგვიანეს 2019 წლის 13 სექტემბრისა;
• წარმოდგენილი ბიოგრაფიული რეზიუმეებისა და წერილობითი დავალების საფუძველზე მოხდება სტუდენტების შერჩევა შემდეგი ეტაპისათვის, რომელიც ჩატარდება ზეპირი გასაუბრების ფორმით ინგლისურ ენაზე;
• გასაუბრების შედეგად შერჩეული სტუდენტები დაკომპლექტდებიან გუნდებად, გაეგზავნებათ კონკრეტული კაზუსი და პოზიციები, რომელზეც უნდა მოამზადონ ზეპირი პოზიციები ზეპირ განხილვაში მონაწილეობისათვის.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
☎ +995598387384
✉ VisMoot@tsu.ge