2017-11-17
იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს განცხადება დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ
იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის სხდომის ოქმი №9
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 28 ოქტომბრის №120/2013 დადგენილების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭო აცხადებს:
1. გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის (შემდგომში - ფაკულტეტის) დეკანის არჩევნები;
2. ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2017 წლის 25 დეკემბერს, 16:00 საათიდან 19:00 საათამდე;
3. დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველ პირთა განცხადებების მიღება მოხდეს 2017 წლის 19 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით (10:00 საათიდან 18:00 საათამდე) იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში, რომლის მისამართია თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №3, თსუ II კორპუსი, ოთახი N117;
4. დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
4.1. განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის სახელი და გვარი (ვინაობა), საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება;
4.2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
დ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (არაუმეტეს 5 გვერდი);
ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ვ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
ზ) ორი რეკომენდაცია.
4.3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ იგი წინამდებარე განცხადების მე-3 მუხლში დადგენილ ვადაში ფაკულტეტის კანცელარიაში სრულყოფილად წარმოადგენს ამავე განცხადების 4.1 და 4.2 პუნქტებში მითითებულ დოკუმენტაციას;
5. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები წესრიგდება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 28 ოქტომბრის №120/2013 დადგენილებით.
« იხ. ყველა სიახლე