ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-09

სტუდენტური დასაქმების ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის მენეჯერის ადგილის დასაკავებლად ცხადდება კონკურსი



   სტუდენტური დასაქმების ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის მენეჯერის ადგილის დასაკავებლად ცხადდება კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს განცხადება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის სახელზე და ავტობიოგრაფია ( CV). საბუთების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში ა.წ. 12 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტები. გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 16 მარტს 11:00 საათიდან სისხლის სამართლის ბიბლიოთეკაში.

 

იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია

Print

« იხ. ყველა სიახლე