"საჯარო მმართველობა" შპაიერი

საერთო სამაგისტრო პროგრამა " საჯარო მმართველობა " ქალაქ   შპაიერის ( გერმანია ) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით

 

პროგრამის სახელწოდება : საჯარო მმართველობა

  სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის . შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე .

პარტნიორი უნივერსიტეტის შესახებ ინგორმაცია იხილეთ ბმულზე


მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულება : მიმართულებათაშორისი

საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი : აკადემიიური

სწავლების ენა : ინგლისური, ქართულენოვანი კომპონენტებით

  მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი / კვალიფიკაცია : საჯარო მმართველობის მაგისტრი (Master of Public Administration )

  პროგრამის მოცულობა : 120 ECTS ( კრედიტი )

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა :

  ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართლის , ეკონომიკის , ისტორიის , ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერების დარგში

) საერთო სამაგისტრო გამოცდ ის წარმატებით დაძლევა

) ინგლისური ენა (B2 დონე )

) გასაუბრება (ინგლისურ ენაზე) გერმანელ და ქართველ პროფესორებთან

 

პროგრამის ხელმძღვანელი : პროგრამის ხელმძღვანელობა მიმდინარეობს კოლეგიალურ საფუძველზე , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან -   ირაკლი ბურდულისა და გერმანიის . შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ .

 

პროგრამის მიზნები და ამოცანები : სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მომავალი საჯარო მოხელეების მომზადებას, თანამედროვე საჯარო ადმინისტრირების მოთხოვნებ შესაბამისად. ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და დამოუკიდებელი კვლევის უნარის მქონე კადრების მომზადება.

  პროგრამის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს საჯარო მოხელესათვის აუიცილებელი ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციები, ეკონომიკური სტანდარტები, ევროვნულ სამართლებრივ სისტემებში ევროკავშირის მმართველობის ინტეგრირების პროცესები, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და განხორციელების თავისებურებები და სხვა.

საჯარო მმართველობის კურსდამთავრებულები შეძლებენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას სხვადასხვა საჯარო დაწესებებულებებში .

 

დაშვება სწავლების შემდგომ საფეხურზე:

უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს  განათლების შემდგომ საფეხურზე  დოქტორანტურაში  –  იმ სადოქტორო პროგრამაზე, რომელიც დაშვების წინაპირობად მიიჩნევს საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.

ცოდნა და გაცნობიერება

აქვს საჯარო მმართველობის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც კურსდამთავრებულს აძლევს ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას, აცნობიერებს ცალკეული პრობლემების გადაჭრის გზებს.

კურსდამთავრებულმა იცის:

·          საკონსტიტუციო სამართლის ძირითადი პრინციპები, სახელმწიფო უფლებამოსილების განმახორციელებელი ძირითადი ორგანოების მიერ კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის სტრუქტურა და შინაარსი;

·          ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი;

·          ეროვნული კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების პრინციპები, საჯარო ადმინისტრაციის სამართლებრივი კონტროლის მიზნები,  პროცედურები და მათი შესრულების/განხორციელების გზები;

·          ქართული და ევროპული ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები, ძირითადი ინსტიტუტები, ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) ფუნქციები ადმინისტრაციული სამართლის სფეროში;

·          ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შედგენის ტექნიკა, სახელმწიფოს ორგანიზაციული მოწყობის სამართალი;

·          ევროკავშირის კონსტიტუციური ასპექტები, ევროკავშირის კანონმდებლობა და ძირითადი ინსტიტუციები (ევროპის პარლამენტი, ევროპის საბჭო, ევროსასამართლოები). 

·          ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციური სისტემა გერმანიაში და საქართველოში; ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციური პასუხისმგებლობები, რესურსები და ორგანიზაცია; სამთავრობო ურთიერთობა სახელმწიფო/ ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს შორის; ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პრინციპები; რეფორმები და სტრატეგიები ადგილობრივ დემოკრატიაში, ერთობლივი რეფორმები და მათი შედეგები.

·          ევროკავშირის მრავალსაფეხურიანი მართვის სისტემის თეორიული მიდგომები; ევროპეიზაციის ცნება; ევროკავშირის ინსტიტუციური სტრუქტურა; დემოკრატიული თეორიები და ევროკავშირში ინტეგრაცია; ევროკავშირში შესვლის პოლიტიკა და აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის წევრი სახელმწიფოების ტრანსფორმაცია; სამინისტრო ბიუროკრატიის ადაპტაცია და რეგიონალიზაციის რეფორმა ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის.

·          ეკონომიკის ძირითადი ცნებები, ეკონომიკური ანალიზის მახასიათებელი ინდიკატორების/მაჩვენებლებისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცედურები. ბაზრის მარცხის თეორიები, ძირითადი განსხვავებები სამთავარობო და ბაზრის მარცხს შორის, ასევე ამ მარცხის ეფექტური დაძლევის საშუალებები და ინსტრუმენტები;

·          პროცესის მენეჯმენტისა და ელექტრონული მართვის უპირატესობები საჯარო მმართველობისათვის; ხელის შემშლელი ფაქტორები პროცესის მენეჯმენტისა და ელექტრონული მართვის განხორციელების პროცესში; ფაქტორები პროცესის მენეჯმენტისა და ელექტრონული მართვის შეზღუდვები კერძო სექტორთან შედარებით; ეროვნული მახასიათებლების მნიშვნელობა ცვლილებების პროცესისათვის;

·          სტრატეგიისა და ხარისხის მართვის მენეჯმენტის პრინციპები საჯარო მმართველობაში.

 

·          საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების  მეთოდოლოგია;  ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სპეციფიკა, წესები, პრინციპები და მეთოდები;

·          ეკონომიკური კონტროლისა და ანალიზის, ასევე ეკონომიკის პოლიტიკის დაგეგმვისა და შეფასებისათვის საჭირო დამატებითი საშუალებები და მექნიზმები. ანალიტიკური საშუალებების ძირითადი საფეხურები, მოსალოდნელი რისკები და შედეგები.

·          პერსონალის მართვის მენეჯმენტი;

·          სამოხელეო სამართალი;

·          ეთიკის მოთხოვნები და სამართლებრივი პრინციპები;

·          საჯარო მმართველობის კუთხით ცვლილებების მენეჯმენტის პრინციპები;  

·          კომუნიკაციის ზოგადი მახასიათებლები  და კომუნიკაციის სახეები;

კურსდამთავრებული აცნობიერებს:

·          ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ცალკეული პრობლემების გადაჭრის გზებს.

·          ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციის ფარგლებში არსებული საერთაშორისო და ეროვნული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით ცალკეული პრობლემების გადაჭრის გზებს.

·          ადგილობრივ/ეროვნულ სამართლებრივ სისტემებში ევროკავშირის მმართველობის ინტეგრირების პროცესში ცალკეული პრობლემების გადაჭრის გზებს;

·          სახაზინო მომსახურების პრინციპებით ბიუჯეტის აღსრულების,  ბიუჯეტის შესრულებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგების ინტეგრირების პროცესში ცალკეული პრობლემების გადაჭრის გზებს .

·          ეკონომიკური კონტროლისა და ანალიზისათვის დისკოტირების გამოყენებით ცალკეული პრობლემების გადაჭრის გზებს.

ამას გარდა კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს შეისწავლოს შემდეგი საგნები: ადგილობრივი თვითმმართველობ ების სამართალი, საჯარო მართვის ევროპეიზაცია და ინტერნაციონალიზაცია, ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა/ საჯარო ხარჯების დაფინანსება.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

კურსდამთავრებულს შეუძლია:

·          ახალ გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედება;

·          შეუძლია კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება.

·          უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით შეუძლია კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება .

დასკვნის უნარი

რთული და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება. უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი.

კომუნიკაციის უნარი

შეუძლია აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით, აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებას წერილობითი და ზეპირი ფორმით მშობლიურ და უცხოურ ენაზე გადასცეს საკუთარი  დასკვნები, არგუმენტები და კვლევის მეთოდები.

 

სწავლის უნარი

შეუძლია სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად მაღალ დონეზე დაგეგმვა, სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა.

ღირებულებები

ღირებულებებისადმი საკუთარი და სხვების დამოკიდებულებების შეფასება და ახალი ღირებულებების  დამკვიდრებაში წვლილის შეტანა.

 

 

 

 

სწავლების შედეგების მიღწევის მეთოდები:

1.     ვერბალური , ანუ   ზეპირსიტყვიერი მეთოდი .

2.     დისკუსია / დებატები დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას . დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში . ეს პროცესი არ   შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის   მიერ დასმული შეკითხვებით . ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს .

3.     ჯგუფური მუშაობა ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას . ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს . დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის   მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში .

4.     წიგნზე მუშაობის მეთოდი .

5.     პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - სასწავლო მეთოდი , რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას .

6.     ევრისტიკული მეთოდი ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას . ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება .  

7.     შემთხვევის ანალიზი (Case study)   -  პროფესორი სტუდენტებთან ერთად ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს , რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან . მაგალითად, კაზუსის ამოხსნა.

8.     გონებრივი იერიში (Brain storming) - ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის / პრობლემის შესახებ   მაქსიმალურად მეტი , სასურველია რადიკალურად განსხვავებული , აზრის , იდეის ჩამოყალიბებასა და მისი გამოთქმის ხელშეწყობას . აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას . ეს მეთოდი ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან :

·        პრობლემის / საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა ;

·        დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა ( ძირითადად, დაფაზე );

·        გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა , რომლებიც ყველაზე მეტ შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან ;

·        კვლევის მიზანთან   იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა ;

·        შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით ;

·        უმაღლესი შეფასების მქონე იდეის , როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა .

9.     როლური და სიტუაციური თამაშები - სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშები სტუდენტს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან შეხედოს საკითხს და ეხმარება მას ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში . ისევე როგორც   დისკუსია , როლური თამაშებიც უყალიბებს სტუდენტს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და კამათში მისი დაცვის   უნარს .  

10.              დემონსტრირების მეთოდი ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს .   შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია . ხშირ შემთხვევაში უმჯობესია , მასალა ერთდროულად   აუდიო და   ვიზუალური გზით მიეწოდოს სტუდენტებს . შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის , ისე სტუდენტის მიერ . ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის   სხვადასხვა საფეხური , დავაკონკრეტოთ , თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად ; ამავე დროს , ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის / პრობლემის არსს .

11.              ინდუქცია ,   დედუქცია ,   ანალიზი   და   სინთეზი .

·        სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას , როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან ზოგადისაკენ , ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული , ანუ მასალის გადმოცემისას, პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ .

·        სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას , რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს , ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ .

·        სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის , როგორც ერთი მთლიანის , შემადგენელ ნაწილებად დაშლაში , ამით მარტივდება რთული პრობლების შიგნით არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება .

·        სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას , ანუ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას . ეს მეთოდი ხელს უწყობს   პრობლების , როგორც მთელის დანახვის უნარის განვითარებას .  

12.              ახსნა განმარტებითი მეთოდი ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ . პროფესორს მასალის გადმოცემისას, მოჰყავს კონკრეტული მაგალითი , რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში .

13.              ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში , სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია .

14.              წერითი მუშაობის მეთოდი , რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს : ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება , მასალის დაკონსპექტება , თეზისების შედგენა , რეფერატის , ან ესეს შესრულება   და . .


პროფესორი შესაძლოა იყენებდეს ზემოთჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე მეთოდს ან ნებისმიერ სხვა მეთოდს კონკრეტული სასწავლო ამოცანიდან გამომდინარე.

 

 

 

სასწავლო გეგმა :

 

პროგრამა შედგება 12 სასწავლო მოდულისაგან, აქედან 10 თეორიული კომპონენტებისაგან შემდგარი მოდული, ერთი პრაქტიკული და ერთიც სამეცნიერო–კვლევითი მოდული.

თეორიული კომპონენტებისაგან შემდგარი მოდულებიდან სტუდენტმა უნდა დააგროვოს 90 კრედიტი, მათ შორის სავალდებულო 80 კრედიტი და არჩევითი 10 კრედიტი.

პრაქტიკული მოდულიდან სტუდენტმა უნდა დააგროვოს 6 კრედიტი, მათ შორის 3 კრედიტი საქართველოში, 3 კრედიტი ევროპის ქვეყნებში გავლილი პრაქტიკისათვის.

სამეცნიერო–კვლევითი მოდულში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 24 კრედიტი, მათ შორის 4 კრედიტი აკადემიურ წერაში და 20 კრედიტი სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და დაცვა.

 

პროგრამის სასწავლო მოდულები :

 

1. სამართლის საფუძვლები

 

 

აღნიშნულ მოდულში წაკითხულ იქნება , უპირველეს ყოვლისა , ყველა ხელისუფლების კანონიერი ბოჭვის პრინციპი , მათი მოქცევა კონსტიტუციის ჩარჩოებში და ადამიანის ძირითად უფლებათა როლი სახელმწიფოს ყოველდღიურ ცხოვრებაში .

 

#

საგანი

კრედიტი

1

საკონსტიტუციო სამართალი შედარებით პერპექტივებში

4

2

საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი შედარებით პერპექტივებში

5

3

ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი

4

4

საჯარო მმართველობის სამართლებრივი კონტროლი

3

 

 

2. პოლიტიკა და მმართველობა

 

მოდული შეეხება თემის - ` სახელმწიფო მართვა და ადმინისტრირება - ძირითადი ცნებების განვრცობას , გააკეთებს რა აქცენტს მართვის სწავლებისა და დემოკრატიულობის პრინციპის მეცნიერულ კვლევებზე , ადმინისტრაციულ და თვითმმართველობის მეცნიერების შედარებითსამართლებრივი იურიდიული დოგმატიკის განვითარებასა და მათი ევროპეიზაციის ძირითად მიმართულებებზე .

 

#

საგანი

კრედიტი

1

ევროგაერთიანება და მისი საჯარო მმართველობა

3

2

ადგილობრივი თვითმმართველობა და ადმინისტრაციული რეფორმა

4

3

მმართველობა ევროკავშირის მრავალსაფახურიან  სისტემებში

4

 

 

3. სახელმწიფო და ეკონომიკა

 

მოდულში განიხილება ის , თუ კონკრეტულად რომელი ფუნქციები განეკუთვნება სახელმწიფოს ამოცანათა სამართლებრივ ბუნებას და თუ რა ძირითად სამართლებრივ პრინციპებსა და ნომებზე უნდა იქნეს ის დაფუძნებული . სახელმწიფოს ფუნქციების თეორიული კუთხით განხილვის გარდა , წარმოდგენილ იქნება სახელმწიფოს მოქმედების მიზნები , ამ მიზნის მისაღწევად განკუთვნილი ინსტრუმენტები ( როგორც ეკონომიკური , ისე პოლიტიკური ) და ამ ურთიერთქმედებაში მონაწილე სახელმწიფო მოხელეთა სამართლებრივი სტატუსი .

 

#

საგანი

კრედიტი

1

ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლები

4

2

კონკურენციის პოლიტიკა, რეგულირება და საჯარო ინიციატივები

4

3

ზოგადი ადმინისტრციული სამართალი

3

4

ადმინისტრაციული სამართალი და სახელმწიფო ვალდებულებები

4

5

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შედგენის ტექნიკა; სახელმწიფო ორგანიზაციის სამართლებრივი საფუძვლები და საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობა

3

 


 

4. ორგანიზაცია და მენეჯმენტი

 

მოდულის ფარგლებში შესწავლილი იქნება საჯარო სამსახურის ინსტრუმენტები; მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები.

 

#

საგანი

კრედიტი

1

პროცესის მენეჯმენტი და ელექტრონული მართვა

4

2

სტრატეგიისა და ხარისხის მართვის მენეჯმენტი

4

 

 

5. ბიუჯეტი და ფინანსები

 

მოდულში განხილული იქნება საჯარო ფუნქციების დაფინანსების ინსტრუმენტები და წყაროები თავისი გამოწვევებით , რომელიც დემოგრაფიული და ეკონომიკური განვითარების პროცესებიდან მომდინარეობს .

 

#

საგანი

კრედიტი

1

საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება

3

2

ეკონომიკური კონტროლი და ანალიზი

3

 

 

6. პერსონალი და მენეჯმენტი

 

ზემოაღნიშნული მოდული , ზოგადად , გამიზნულია საჯარო სამსახურის ინსტიტუტის შესწავლაზე როგორც ქვეყნის შიდა სტაბილურობისა და განვითარებაუნარიანობის წარმატების უმნიშვნელოვანეს ფაქტორ ზე . მოდული მოიცავს საჯარო სამსახურის სტრუქტურის და ფუნქციონირების ანალიზს , რომელიც მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის ამოცანების ( ფუნქციების ) პროფესიონალურ დონეზე განხორციელებისთვის .

 

#

საგანი

კრედიტი

1

პერსონალის მართვის მენეჯმენტი

3

2

სამოხელეო სამართალი

2

3

სამოხელეო სამართლის კულტურა და ეთიკა

2

4

ცვლილებების მენეჯმენტი

2

 

 

7. კომუნიკაცია

 

ამ მოდულში საუბარი იქნება საჯარო სამსახურის სექტორში კომუნიკაციის მნიშვნელობაზე . მოდულის შედეგად დაინტერესებული პირები შეიძენენ საჯარო სამსახურში კომუნიკაციის უნარ - ჩვევებს.

 

#

საგანი

კრედიტი

1

კომუნიკაცია სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის; კომუნიკაცია პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს შორის

4

 

8. არჩევითი მოდული

 

#

საგანი

კრედიტი

1

საჯარო მმართველობის ევროპეიზაცია და ინტერნაციონალიზაცია

5

2

ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა/საჯარო ხარჯების დაფინანსება

5

3

მუნიციპალური სამართალი

5

 

 

9. უცხო ენა (გერმანული)

 

#

საგანი

კრედიტი

1

გერმანული ენა 1

2

2

გერმანული ენა 2

2

3

გერმანული ენა 3 (დარგობრივი- სამართალი/ეკონომიკა)

2

 

 

10. საზაფხულო სკოლა

 

#

საგანი

კრედიტი

1

საზაფხულო სკოლა

2

 

 

 

 

 

11. პრაქტიკული მოდული

 

პრაქტიკა შეიძლება შეთავაზებული იყოს ზაფხულის სემესტრში.

 

#

საგანი

კრედიტი

1

პრაქტიკა სქართველოში

3

2

პრაქტიკა საზღვარგარეთ (ევროპა)

3

 

 

12. სამეცნიერო კვლევითი მოდული

 

#

საგანი

კრედიტი

1

აკადემიური წერა

4

2

სამაგისტრო ნაშრომი

20

 

 

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა:

შეფასების ზოგადი წესი :

სტუდენტის ცოდნა ფასდება 100 ქულიანი სისტემით ;

კრედიტის მისაღებად საჭირო მინიმალურ შეფასებას წარმოადგენს 51 ქულა ;

 

სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება შემდეგი სქემით:

 

ქულები

შეფასება

91-100

ფრიადი, A

81-90

ძალიან კარგი, B

71-80

კარგი, C

61-70

დამაკმაყოფილებელი, D

51-60

საკმარისი, E

41-50

ვერ ჩააბარა, FX

0-40

ჩაიჭრა, F

 

 

 

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: პროგრამა ხორციელდება თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაზაზე, რომლის სასწავლო ფართი წარმოადგენს 2500 მ2-ზე მეტს (აუდიტორიები, საპროფესოროები, ბიბლიოთეკა – მხოლოდ იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში (16703   ეგზემპლარი : მათ შორის _ სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები (12005 ეგზემპლარი), ასევე, ჟურნალები, სასამართლო გადაწყვეტილებები, ლექსიკონები, ნორმატიული მასალა და სხვა ლიტერატურა, ელექტრონული რესურსები); 130 კომპიუტერი.

 

 

პროგრამის აკადემიური პერსონალი

Ø   თსუ -ს მხრიდან:

 

§   სრული პროფესორი- 4

§   ასოცირებული პროფესორი- 4

§   ასისტეტნტ-პროფესორი- 1

§   მოწვეული ლექტორი - 9

 

Ø   შპაიერის უნივერსიტეტის მხრიდან:

§   სრული პროფესორი- 5

§        მოწვეული ლექტორი - 5

პროფესორების ჩართულობა საგნების მიხედვით იხ. დანართი 1