ფაკულტეტის ისტორია და ტრადიციები
უმაღლესი სამედიცინო განათლების ისტორია დასაბამს 1918 წელს თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის და მასში სამედიცინო ფაკულტეტის დაარსებიდან იღებს
1919 წლის 9 აპრილს პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, სამკურნალო ფაკულტეტი დაარსდა დამოუკიდებელი ფაკულტეტის სახით, ხოლო 1929-1930 სასწავლო წლის ბოლოს მან უნივერსიტეტში არსებობა შეწყვიტა.
1995 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი სამედიცინო განათლება აღდგა თავდაპირველად მედიცინისსპეციალობის სახით ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე, ხოლო 2000 წელს, თსუ–ის დიდი საბჭოს გადაწყვეტილებით, მედიცინის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ფაკულტეტი