ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური კონფერენცია
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა 2013 წლის 10-12 ოქტომბერს საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური კონფერენციით აღნიშნეს ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო დღე. 2006 წლიდან ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის დღეს აღნიშნავს 70-მდე ქვეყანა. ყოველ წელს ხდება ახალი თემის შემუშავება,რომელსაც ქვეყნები სხვადასხვა ღონისძიებით ეხმიანებიან..
2013 წლის თემად აღებული იქნა: ”მითების გაქარწყლება”, რომელიც მიმართულია საზოგადოებაში არსებული არასწორი შეხედულებების შეცვლისაკენ,რაც გადაულახავ დაბრკოლებას ქმნის პალიატიური ზრუნვის ფართოდ გავრცელებაში.
კონფერენციის პირველი დღე დაეთმო მრგვალ მაგიდას, რომელიც ეძღვნებოდა „პალიატიურ მზრუნველობ ი ს“ დანერგვას საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლებაში.
კონფერენციის
მეორე
დღე
დაეთმო
საქართველოში პალიატიური მზრუნველობის განვითარებ
ი
ს ისტორიის
მიმოხილვას და მომავლის პერსპექტივებს.