2018
წლის 7 ივლისს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტ
ში ჩატარდა სტუდენტთა
და ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო კონფერენცია
,,
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
’’
.
კონფერენციაზე წარმოდგენილი
იქნა პლენარული ლექციები და მოხსენებები ტრავმატიზმისა და ძალადობის თემაზე, რეგისტრების
სისტემების განვითარების პერსპექტივებზე საქართველოში, თავის ტვინის ტრავმული დაზიანების
მართვის
საკითხებზე,
ჰოსპიტალურ დაწესებულებებში
კლინიკური ეთიკის სერვისების განვითარებაზე, საქართველო ნორვეგიის თანამშრომლობით პროექტზე,
საქართველოში პერინატალური სიკვდილიანობის მიზეზებზე,
ქრონიკული ტკივილის
მართვის და ჯანმრთელობაზე უფლების
საკითხებზე და სხვა. კონფერენციის ძალადობისა და ტრავმატიზმის
სექციაზე წარმოდგენილი ნაშრომები შესრულებული იყო
მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე
NIH-
ის პროექტების
(
ICREATE
-
კვლევის მოცულობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში
და
INITIatE
–საერთაშორისო თანამშრომლობა ევროპაში თავის ტვინის
ტრავმული დაზიანების ზედამხედველობის გაზრდის მიზნით) ფარგლებში.
კონფერენციამ
სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია,
კონფერენციას დაესწრნენ თსუ
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და
ახალგაზრდა მკვლევარები, მათ შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის მაგისტრანტები
და დოქტორანტები, ასევე
თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო
უნივერსიტეტ
ის და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა
პროფესორმა პაატა იმნაძემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა
პროფესორმა ნატა ყაზახაშვილმა, პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა
ლაშა ლორიამ, მედიცინის დოქტორმა მაია კერესელიძემ და სხვ.
კონფერენცია მიეძღვნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტ
ის 100 წლის იუბილეს.
TSU
Conference for Master and PhD students
Young
Researchers on Injury and Violence Prevention
On July 7th,
2018, Ivane Javakhishvili Tbilisi State University hosted a scientific
conference “Public Health and Welfare” for students and young researchers.
Plenary lectures and presentations on different public Health issues were
presented on the conference.
The main
topics of discussion and active debates were: Injury and Violence Prevention.
Prospects of Registry System Development in Georgia, Traumatic Brain Injury
Management Issues in Georgia, Development of Clinical Ethics Services in
Hospitals, Georgian-Norwegian Collaborative Project and Master of Public Health
Program, Birth Register and Perinatal Mortality in Georgia, Chronic Pain
Management and Rights to Health and etc. The works presented on the session
Injury and Violence Prevention were done in the frame of NIH funded Projects (
ICREATE
-
Increasing Capacity in Research
in Eastern Europe
and
INITIatE
– International Collaboration to increase
Traumatic Brain Injury Surveillance in Europe
).
The Conference
aroused great interest in students and it was attended by TSU Medical Faculty
students and young researchers, including Master and Doctorate students of
Public Health Program, also students from Tbilisi State Medical University and
University of Georgia. The Conference was supervised by representatives of
Public Health Department, including Head of Public Health Program, Professor
Paata Imnadze, Head of Public Health Master Program, Professor Nata
Kazakhashvili, Professor Nino Chikhladze, Associate Professor Lasha Loria, Dr.
Maia Kereselidze and etc.
The conference was
dedicated to the 100th anniversary of Ivane Javakhishvili Tbilisi
State University.