ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯენარა ქრისტესაშვილი მოხსენებით წარსდგა საერთაშორისო კონგრესზე "საფრანგეთის გინეკოლოგთა საზოგადოების მე-12-ე ევროპული დღეები", რომელიც გაიმართა ქ.პარიზში 2014 წლის 16-18 სექტემბერს. პროფესორ ჯ. ქრისტესაშვილის მოხსენებამ თემაზე „პაციენტები 46 XY კარიოტიპით და ქალური ფენოტიპით“ - კონგრესის მონაწილეთა დიდი ინტერესი და მაღალი შეფასება დაიმსახურა. პროფესორ ჯ. ქრისტესაშვილმა ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღოს კონგრესის ფარგლებში გამართულ არაერთ საინტერესო და აქტუალურ თემატიკასთან დაკავშირებულ დისკუსიაში გინეკოლოგიის, სექსოლოგიის, ენდოკრინული გინეკოლოგიის, კონტრაცეპციის, ონკოგინეკოლოგიის და სხვა საკითხებზე.