სამუშაო შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში

თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ 25-26 აპრილს მონაწილეობა მიიღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც ჩატარდა „ევროპის განათლების ფონდის“ (ETF) წარმომადგენლის, განათლების ექსპერტის ედუარდა კასტელ-ბრანკოს ვიზიტის ფარგლებში.  სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს თავსებადობა და განსხვავებები ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოებთან, პროფესიული კრედიტის მნიშვნელობა და შემუშავების მეთოდოლოგია, და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უმაღლესი და პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.




გამოქვეყნების თარიღი:2017-05-15 13:56:32