DPPHSS: საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში მიმდინარე ერაზმუს+ პროექტის დისემინაცია

2019 წლის 3 აპრილს ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის ერასმუს + პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „სადოქტორო პროგრამა საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და სოციალურ სერვისებში“ ფარგლებში. პროექტის მიზანია სადოქტორო პროგრამის მოდიფიცირება, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური მეცნიერებების კუთხით ინტეგრირებული, მიზნობრივი ცოდნის მიწოდებასა და შესაბამისი კვლევითი და ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშვებაზე. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და პროექტის მონაწილეების (საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი) მხრიდან წარმოდგენილ იქნა აღნიშნული პროექტის მიზნები, დაგეგმილი აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები, ასევე ჩატარებულ იქნა გამოკითხვა, რათა დამსწრე დარგის ექსპერტებისა და სტეიქჰოლდერების მიერ წარმოდგენილი წინადადებები გათვალისწინებულ იქნას სადოქტორო პროგრამის განახლებაში. 
შეხვედრას ესწრებოდნენ  მონაწილე უნივერსიტეტების სხვადასხვა აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის, კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები. 

On March 3, 2019 in the frame of EU Erasmus + project “Doctoral Programmes in Public Health and Social Science” DPPHSS, School of Health Sciences hosted dissemination meeting with local stakeholders, represented by the heads of universities academic programmes, National Center for Disease Control and Public health, hospitals and insurance companies. Project participants from the School of Health Sciences (UG) and Faculty of Medicine (TSU) provided presentation about their aim, goals, planned future activities and expected results. In addition, during the meeting survey was conducted to gather information about needs for modification of current public health doctoral programmes to meet the needs of labor market and increase employability of possible graduates.


გამოქვეყნების თარიღი:2019-04-08 12:51:31