საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ონკოლოგიური კონგრესი Onco2015


დღევანდელ მსოფლიოში განუხრელად იმატებს ონკოლოგიურ დაავადებათა სიხშირე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად მსოფლიოში კიბოს 14 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, 2035 წლისათვის კი ეს რიცხვი 24 მილიონს გადააჭარბებს და დედამიწის მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებში გაუსწრებს პირველ ადგილზე მყოფ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

სიმსივნურ დაავადებათა აქტუალობიდან გამომდინარე, ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანებისა (YSU) და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “VITALIS”-ის ორგანიზებით, ჩატარდა საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ონკოლოგიური კონგრესი Onco2015, რომლის ბოლო კონფერენცია ჩატარდა 27 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. მეცნიერები, ექიმები და სტუდენტები ერთმანეთს შეხვდნენ თანამედროვე ონკოლოგიის შესახებ სასაუბროდ. წარმოდგენილი იყო საქართველოს 7 უნივერსიტეტიდან შერჩეული საუკეთესო მონაწილეების პრეზენტაციები, რის შემდეგაც აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა კითხვები დაესვათ ონკოლოგიის მხრივ საქართველოში მოღვაწე წამყვან ექიმებისა და მეცნიერებისათვის.

კონფერენციის ბოლოს გამოვლინდება საუკეთესო მონაწილეები.

Onco2015 დასკვნით კონფერენციაზე, ივანე ჯავსხიშვილის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებიდან, მოხსენებებით წარდგნენ: ხათუნა წიკლაური, გალინა ეღიაზარიანი, Mustafa Samir Younis, Omar Mohammed, Aymen Almajmaie, Omar Alfarooq.