2019 წლის 3-6 აპრილს, ქ. დუბლინში ( ირლანდია ) ჩატარდა ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-18 მსოფლიო კონგრესი.

2019 წლის 3-6 აპრილს, ქ. დუბლინში ( ირლანდია ) ჩატარდა ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-18 მსოფლიო კონგრესი. 
კონგრესის მუშაობაში მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და კლინიცისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საკმაოდ მნიშვნელოვანმა წარმოდგენლობითმა ქართულმა დელეგაციამ, მათ შორის ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის კათედრის გამგემ პროფ. არჩილ ხომასურიძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ჯენარო ქრისტესაშვილმა  და ასისტენტ პროფესორმა ლუდმილა ბარბაქაძემ.
ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის წევრმა პროფესორმა არჩილ ხომასურიძემ კონგრესზე წარმოადგინა საკვანძო ლექცია „მიფეპრისტონი მშობიარობის ინდუქციისთვის“ და მოხსენება „რა არის ახალი კონტრაცეპციაში?“
პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილმა  წარმოადგინა მოხსენება „სპერმის დნმ ფრაგმენტაცია ორსულობის დანაკარგების და უშვილობის მქონე წყვილების მამაკაც პარტნიორებში საქართველოში“ (ავტორები: ჯ.ქრისტესაშვილი, თ.გაგნიძე, ლ.კობალაძე, მ.ქუჩუკაშვილი) და პოსტერული პრეზენტაცია „უშვილობისა და ორსულობის განმეორებითი დანაკარგების ურთიერთკავშირი საქართველოში“ საქართველოში“ (ავტორები: ჯ.ქრისტესაშვილი, ლ.კობალაძე).
ასისტენტ პროფესორმა ლუდმილა ბარბაქაძემ წარმოადგინა მოხსენება „ასაკი არის გადამწყვეტი მარკერი ინ-ვიტრო განაყოფიერების გამოსავლისა“ (ავტორები: ლ.ბარბაქაძე, ა.ხომასურიძე, ჯ.ქრისტესაშვილი, გ.ცაგარეიშვილი, ნ.ხონელიძე).
გარდა ამისა, პროფესორები ა.ხომასურიძე და  ჯ.ქრისტესაშვილი იყვნენ თანაავტორები კონგრესზე წარმოდგენილი კიდევ ერთი მოხსენებისა - „რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბება მოზარდ გოგონებში, რომლებიც დაიბადნენ პცსს ნამკურნალები დედების მიერ“ (ავტორები: ლ.ფხალაძე, მ.უშიკიშვილი, ჯ.ქრისტესაშვილი, ა.ხომასურიძე). 
საქართველოში შესრულებული კვლევების სამეცნიერო სიახლე, აქტუალობა, შესრულების დონე და მიღებული შედეგები სრულიად შეესაბამება მსოფლიო თანამედროვე სტანდარტებს, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი როგორც კლინიკური საქმიანობის, ასევე ერთობლივი კვლევების ჩატარების მიმართულებით. დაიგეგმა რამდენიმე წამყვანი მეცნიერის სტუმრობა საქართველოში, რათა მოხდეს ქართველი კოლეგებისათვის თანამედროვე უცხოური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
კონგრესზე რეპროდუქციული მედიცინის და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილი არჩეულ იქნა ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებულ წევრად.



გამოქვეყნების თარიღი:2019-04-30 10:45:03