2019 წლის 20-24 მაისსს თსუ მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა (პროფ. ნინო ჩიხლაძე და ასოც. პროფ. მაია ბიწკინაშვილი), მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში „ძირითადი უნარ-ჩვევები სამედიცინო განათლებაში". კურსი ჩაატარა AMEE-ს დირექტორატის წევრმა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) კონსულტანტმა სამედიცინო განათლების საკითხებში, პროფესორმა ტრევორ გიბსმა.
23 მაისს ტრენინგის მონაწილეები და მოწვეული სტუმრები სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის რეგიონული წარმომადგენლობის - საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის გახსნას დაესწრნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.