ღონისძიება გახსნა რეზიდენტთა კლინიკური კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის კათედრის გამგემ, პროფესორმა თეიმურაზ ჩიგოგიძემ.
კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ და კონფერენციის მონაწილეებს - რეზიდენტებს, ექიმებს, ლექტორებს და სტუდენტებს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობა უსურვა:
•
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი შარვაძემ;
•
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ, პროფესორმა ზაზა ბოხუამ;
•
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა;
•
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ;
•
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის უფროსმა, პროფესორმა გია ლობჟანიძემ;
კონფერენციაზე მონაწილეობდა:
•
ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი;
•
იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი;
•
შპს „კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი“;
•
ს.ს. „ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი“;
•
პროფესორ მარგველაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა;
•
კლინიკა უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი;
•
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა.
შპს კლინიკა „გიდმედი“.
•
სტომატოლოგიური ცენტრი „ალბიუსი“.
•
შპს „ემ ემ ტე ჰოსპიტალი“.
•
გაგუას კლინიკა.
•
შპს „ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკა“ - ქ. თელავი.
•
შპს . ქუთაისის რეგიონალური სტომატოლოგიური ცენტრი.
მოხსენებით გამოვიდა 59 რეზიდენტი. მოხსენებები გაკეთდა უროლოგიის, მეან-გინეკოლოგიის, დერმატო-ვენეროლოგიის, ინფექციურის და სტომატოლოგიის მიმართულებებით. ყველა რეზიდენტს გადაეცა კონფერენციაზე მონაწილეობის საუნივერსიტეტო სერტიფიკატი.