ტრომსოს უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი თსუ მედიცინის ფაკულტეტზე
2019 წლის 14 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნორვეგიის ჩრდილოეთ არქტიკული უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში ქ-ნი ჰეგე ვიდნესი და ჯანმრთელობის მეცნიერებების ფაკულტეტის მრჩეველი ვერენა ვოლტერინგი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“ კოორდინატორმა საქართველოში, პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ლორიამ. შეხვედრის დროს პროფ. ნინო ჩიხლაძის მიერ წარმოდგენილი იქნა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, პროექტის მიმდინარე აქტივობები და დაგეგმილი ღონისძიებები.
სტუმრებმა თსუ-ს ვიზიტის დროს დაათვალიერეს ასევე თსუ სკანდინავისტიკის ცენტრი, შეხვდნენ ცენტრის დირექტორს პროფესორ კახაბერ ლორიას და მთარგმნელს თამარ კვიჭინაძეს.
შეხვედრისას ქართული და ნორვეგიული მხარის მიერ გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაფართოებასა და ახალი პროექტების განხორციელების შესახებ.
VISIT FROM UIT
On June 14, 2019 medical faculty of I. Javakhishvili Tbilisi State University hosted the business visit of Rectors’ International Adviser Hege Kristin Widnes and adviser at Faculty of Health Sciences Verena Woltering from The Arctic University of Norway.
Coordinator of Project, supported by Norwegian Agency for International Cooperation and Quality Enhancement in Higher Education (DIKU) “Georgian-Norwegian cooperation in public health”, professor Nino Chikhladze and associated professor Lasha Loria participated in meeting. During the meeting professor Chikhladze presented project achievements, current activities and planned events.
Afterwards guests also visited TSU Scandinavian Center and met the Director of the Center Prof. Kakhaber Loria and the Translator Tamar Kvizhinadze.
During the meeting Georgian and Norwegian participants expressed willingness to expand cooperation and implement new projects.