სტუდენტთა სემესტრული რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:
ადმინისტრაციული – ბანკში სწავლის საფასურის გადახდით
აკადემიური (საგნობრივი
) – "სასწავლო პროცესის მართვის სისტემის" საშუალებით
სტუდენტს უფლება აქვს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში მოითხოვოს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს გადახდილი თანხის დაბრუნების, ან მისი მომდევნო სემესტრებში გამოყენების მოთხოვნის უფლებას;
სტუდენტის მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა ნიშნავს მის მზაობას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, შესაბამის სემესტრულ – შუალედურ და დასკვნით გამოცდებში. აკადემიური რეგისტრაციის გაუქმების ან არჩეული საგნის შეცვლის მოთხოვნა დასაშვებია სასწავლო პროცესის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, რის შემდეგაც დაუშვებელია მომსახურების მიუღებლობის მოტივით გადახდილი თანხის დაბრუნების ან მისი მომდევნო სემესტრებში გადატანის მოთხოვნა;
ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში გავლის გარეშე სტუდენტის სასწავლო პროცესში თვითნებური მონაწილეობა არ წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს ადმინისტრაციული რეგისტრაციის დამატებით გავლა და მიღებული მომსახურების (შუალედური შეფასებების) აღიარება;